ეგვიპტე - ქვეყანა, რომელიც ცნობილია მდიდრული და საოცრად ლამაზი ქვიშის პლაჟებით, წითელი ზღვის წარმოუდგენლად ლამაზი წყალქვეშა სამყაროთი, გიზის დიდებული პირამიდით, ნილოსის წმინდა მდინარით, ლუქსორის აკლდამით და უძველესი ცივილიზაციის სხვა მრავალი ძეგლებით.
ეგვიპტის სახელმწიფო ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზეა განლაგებული. ქვეყანას ჩრდილოეთით ხმელთაშუა ზღვა აკრავს, ხოლო სამხრეთით სუდანს ესაზღვრება. ეგვიპტის დასავლელი მოსაზღვრე ლიბიაა, ხოლო აღმოსავლეთით წითელი ზღვის სანაპირო. ქვეყანას მდინარე ნილოსი ორ არათანაბარ ნაწილად ყოფს.
ნილოსის ნაყოფიერ ხეობაში, რომელიც ყველაზე კარგ საცხოვრებელ ადგილად ითვლება, მოსახლეობის 90 პროცენტია დასახლებული. ქვეყნის ძირითადი პეიზაჟი ერთი შეხედვით ერთფეროვანი უდაბნოა, სადაც არანაირი მცენარე არ იზრდება, გარდა რამოდენიმე შემონახული ოაზისისა. ხალხი ძირითადად ხმელთაშუაზღვის სანაპირო ზოლზე და აფრიკის მხრიდან, წითელი ზღვის სანაპიროზე სახლდება.
სამხრეთის სანაპიროზე, სუეცის არხიდან მოყოლებული თვალწარმტაცი სანახაობა იშლება. სანაპირო ზოლზე გაყოლებული მარჯნის რიფები კი თითქმის ყველა მყვინთავისა და ტურისტისათვის საინტერესო ადგილია. ასვანის მაღალი ჯებირები, ნილოსის ხეობაში მცხოვრებთ სეზონური ნიაღვრებისაგან იცავს. ეს დაბა მოსახლეობას ელექტრო ენერგიითაც ამარაგებს.
- დედაქალაქი: ქაირო (30°2′N 31°13′E)
- ოფიც. ენები: არაბული
- მთავრობა: საპრეზიდენტო რესპუბლიკა
- პრეზიდენტი: ჰოსნი მუბარაქი
- პრ.-მინისტრი: აჰმედ ნაზიფი
- საერთო ფართობი: 980,869 კმ² (30-ე)
- მოსახლეობა (2007წ): 80,335,036
- ვალუტა: ეგვიპტური ფუნტი (EGP)
- დროის სარტყელი: EET (UTC +2სთ.) (საქართველოს დრო – 1 საათი)
- სატელეფონო კოდი: +20
No comments:
Post a Comment